საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად, მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში, სურათზე ნაჩვენები ტრაექტორიებით მობრუნების დროს მძღოლი ორივე შემთხვევაში არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.