![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე. "საგზაო მოძრაობის წესების" თანახმად: - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.6 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის შლაგბაუმიან ან უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ნიშნები იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში. - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.3 იდგმება რკინიგზის გადასასვლელამდე გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 გზის მარცხენა მხარეს. - საგზაო ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით პირველი ნიშნების ქვეშ. - საგზაო ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით მეორე ნიშნების ქვეშ. - საგზაო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 იდგმება დამოუკიდებლად პირველი და მეორე ნიშნებს შორის თანაბარ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” შეერთებით საგზაო ნიშნებთან: 1.4.1, 1.4.3, 1.4.4 და 1.1.4.6, რომელთაგან რკინიგზის გადასასვლელამდე გზის მარცხენა მხარეს 150-300 მეტრ მანძილზე იდგმება საგზაო ნიშანი 1.1 შეერთებით 1.4.4 ნიშანთან.