საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.5 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას "სდექ” ხაზი წინ, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო ამავე დანართის მე-2 თავის, 1.12 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.12 ("სდექ ხაზი”) აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის და მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერედეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.