საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" და "დ" ქვეპუნქტების თანახმად, გასწრება აკრძალულია: ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). დ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას, ან შემოვლას;მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გადის გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და უსწრებს მოტოცოკლს, რომელიც ახორციელებს გასწებას. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.