![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ამკრძალავი ნიშნები: - 3.14 "სიგანის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს - 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლთა შორის დისტანცია ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლებია. - 3.15 "სიგრძის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ხოლო ამავე თავის ამკრძალავი ნიშნების განმარტების თანახმად 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება - ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. მოცემული ნიშნებიდან, დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე ვრცელდება რიგით მეორე საგზაო ნიშნის 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა”.