საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 43-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალას (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, აგრეთვე გვერდულზე, თუ ეს არაბრკოლებს ქვეითს. ხოლო იმავე თავის 23-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არარის – გვერდულზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით მოძრავ პირს, შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. მოცემულ სიტუაციაში ველოსიპედისტს შეუძლია იმოძრაოს ტროტუარზე, რადგან დაბრკოლებას არუქმნის ქვეითებს. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები დაარღვია გორგოლაჭებზე მოძრავმა ქვეითმა