საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტების თანახმად, მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.იმავე თავის 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმამრთულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი წინსწრების შემდეგ ვალდებულია დაიკავოს მარჯვენა, თავისუფალი ზოლი.