საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს, ხოლო დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.5.1 "შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები" აღნიშნავს ნიშნის მოქმედების დროს და გვაძლევს იფორმაციას, რომ ნიშანი მოქმედებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში. მოცემული საგზაო ნიშნები მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვას აწესებენ შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში.