საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებლის ხელები განზეა გაშვერილი, ან ჩამოშვებულია: ა) მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე; ბ) მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში, მარჯვნივ მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს.