![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 2.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას მძღოლს ანიჭებს უპირატესობას შემხვედრსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. ხოლო იმავე თავის 2.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" აკრძალულია გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლა, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. ხოლო იმავე კანონის 5-ე თავის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არიძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქ ავტომობილს უყენია საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" რომელიც მას ანიჭებს უპირატესობას შემხვედრსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. გზა უნდა დაუთმოს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომელიც ასრულებს გზის სავალი ნაწილის დასასუფთავებელ სამუშაოებს.