საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს წითელი ავტომობილის მძღოლი, რადგან მარჯვნივ მოხვევის შესასრულებლად დროულად არდაიკავა განაპირა მარჯვენა მდგომარეობა.