საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.3.1 და 1.3.2 იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.8 "შუქნიშნით რეგულირება”, 1.3.1 "ერთლიანდაგიანი რკინიგზა", და 1.4.3 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება", რომელთაგან უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ იდგმება 1.3.1 მაფრთხილებელი ნიშანი.