საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის „საგზაო ნიშნები"-ს 2.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას „სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაქილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი 2.5 იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ, ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მოძრაობას „სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - ნიშნის წინ. მოცემულ სიტუაციაში, როდესაც გზაჯვარედინის წინ დადგმულია საგზაო ნიშანი 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" მძღოლი უნდა გაჩერდეს „სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის გაჩერდეს გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან და გაატაროს გადასაკვეთ ქუჩაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები.