საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა გაატაროს სატვირთო ავტომობილი და შემოუაროს დაზიანებულ ავტომობილს მარცხენა მხრიდან.