საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 "საშიშროება" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ავარიასთან ან სხვა საშიშროებასთან დაკავშირებით. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.17.2 "საშიშროება" გვავალდებულებს მოვბრუნდეთ უკან.