საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო შუქურსიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება. შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მიერდღე-ღამის ბნელ დროს თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია მოძრობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქურსიგნალიზაცია.