საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები"-ის თანახმად გამაფრთხილებელი ნიშანი მძღოლს აუწყებს გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებას, რომლის დროსაც აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა” და 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, რომელთაგან უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე მძღოლს აფრთხილებს საგზაო ნიშანი 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”.