![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვის დროს).2. სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელით ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორრიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნაბადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არუქმნიან ქვეითს. მოცემულ სიტუაციაში 3,5 ტონა ნებადართული სრული მასის მქონე სატვირთო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს გზის მარცხენა მხარეს, მაგრამ არა ტროტუარზე და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.