საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, 4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 5.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.18 "რეკომენდირებული სიჩქარე" მძღოლს აძლევს ინფორმაციას, რომ გზის მოცემული მონაკვეთზე რეკომენდირებულია 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილი მოძრაობს დაუსახლებელ პუნქტში და უფლება აქვს იმოძრაოს არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.