საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას გზაჯვარედინზე შესვლისას. მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს "სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია აუცილებლად გაჩერდეს სავალი ნაწილის ნაპირთან და გაატაროს ავტობუსი.