![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები"თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.3 "საავტომობილო გზა" გვაძლებს ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით გზაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსებისა და მოტოციკლების მოძრაობისათვის. - 5.30.3 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის" გვაჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორის და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. - 3.4 "სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს სატვირთო ავტომობილისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასის 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.3 მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ. მოცემულ შემთხვევაში A ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი გვაძლევს ინფორმაციას, რომ გზაჯვარედინზე საავტომობილო გზა გრძელდება მარჯვნივ, B ასოთი აღნიშნული გვაძლევს ინფორმაციას, რომ სატვირთო ავტომობილების რეკომინდებული გზა გრძელდება მარცხნივ. ხოლო C ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშნები კრძალავენ 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური ნაბადართული მასის მქონე სატვირთო ავტომობილის მოძრაობას მარჯვნივ და მარცხნივ. სატვირთო ავტომობილის მძღოლის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასის 3,5 ტონას აღემატება მარჯვნივ მოხვევას არუკრძალავს A და B ასოებით აღნიშნული საგზაო ნიშნები.