საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-7 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის საგზაო ნიშნები:- 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას. -7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ ობიექტამდე. - 7.2.5 და 7.2.6 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის და სხვათა ერთი მხარის გასწვრივ.მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, ან სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე მიუთითებს B ასოთი აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე".