საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) I თავის, 25-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიან (ისრებიანი), ან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით). ამასთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნით არარის აკრძალული. იგივე მნიშვნელობა აქვს მწვანე ისარს დამატებით სექციაში. დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი იძლევა ინფორმაციას, რომ მოძრაობა აკრძალულია ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით.