საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;იმავე თავის 26-ე მუხლის, "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება, იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება; მოცემულ სიტუაციაში, ნაჩვენებ ადგილზე (გვერდულზე) გაჩერება აკრძალული არარის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებული არარის ჩართოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.