საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების მე-9 თავის, მე-4 პუნქტის, მე-3 აბზაცის თანახმად ნებისმიერგზაზე, რომელსაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი და მეტი ზოლი აქვს, მარცხენა განაპირა ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობის დროს, როცა სხვა ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების შემთხვევაში, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილებს ნება ეძლევა გავიდნენ მარცხენა ზოლზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევის, მობრუნების და ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით მარცხენა მხარეს გასაჩერებლად. მოცემულ სიტუაციაში, როცა გზაზე ინტენსიური მოძრაობაა მძღოლს შეუძლია გადაადგილდეს ზოლიდან-ზოლში მოხვევის, მობრუნების, ან გაჩერების შემთხვევაში