საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტებების თანახმად: "გამაფრთხილებელი ნიშნები" 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილი იმყოფება დასახლებული პუნქტის გარეთ და გვაქვს საგზაო ნიშანი 1.30 "სხვადასხვა საშიშროებანი", რომელიც სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება 150-300 მეტრის მაძილზე, ხოლო იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად, დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეზე. მოცემულ სიტუაციაში, სახიფათო უბნის დასაწყისიდან მძღოლი იმყოფება 150-300 მეტრ მანძილზე.