საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია: რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი. მოცემულ სიტუაციაში რეგულირებული გზაჯვარედინია და მარცხენა ზოლიდან ნებადართულია პირდაპირმოძრაობა. ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მონიშვნის მოთხოვნებს და არგადადის საპირისპირო მოძრაობის ზოლზე, ამიტომ გასწრება ნებადართულია.