საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერგანსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის ან სხვა მიზეზის გამო) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება. მოცემულ სიტუაციაში პრიორიტეტით სარგებლობს ტრაქტორის მძღოლი.