საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები:4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” – ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით.3.20 "გასწრება აკრძალულია” – აკრძალულია ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ –ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა..5.18 "რეკომენდირებული სიჩქარე” – გვიჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. მოცემული ნიშნებიდან მისაბმელიანი მოტოციკლის, რომელიც მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით, გასწრებას კრძალავს B ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია".