საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 5.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე" გვაძლევს ინფორმაციას სიჩქარეზე, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა და იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2.1 "მოქმედების ზონა"' მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონაზე. მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედების ზონაში რეკომენდებულია 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.