საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. იმავე თავის 7.16 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.16 "სველი საფარი" მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება როდესაც გზის სავალი ნაწილის საფარი სველია. მოცემულ სიტუაციაში, აუცილებელია სიჩქარის შეზღუდვა 40 კმ/სთ-მდე, როდესაც გზის სავალი ნაწილის საფარი სველია.