საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტების თანახმად, თუ შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა.