საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 28-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად მძღოლი მოძრაობს რაც შეძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. ხოლო ამავე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არაღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერანვითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე.