საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანების: 3.1-3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19 და 3.27 მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: - 3.1 '"შესვლა აკრძალულია", 3.19 "მობრუნება აკრძალულია", 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" და 3.28 "დგომა აკრძალულია", რომელთაგან დადგენილი მარშრუტით მოძრავი საერთო სარგებლობის სატრანსტორტო საშუალებაზე ვრცელდება მხოლოდ E ასოთი აღნიშნული 3.28 "დგომა აკრძალულია" საგზაო ნიშნის მოქმედება.