საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დაყენებულია საგზაო ნიშანი 5.19.2 "ჩიხი", რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, რომ გზაჯვარედინზე მარჯვნიდან მიერთებულ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი და ის არცვლის არარეგულირებულ გზაჯვარედინზე გავლის თანმიმდევრობას. თქვენ ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ სატვირთო ავტომობილს.