საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებელს მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი - მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით. მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; მოცემულ სიტუაციაში ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარჯვნივ, ავტომობილს - ნებისმიერი მიმართულებით.