საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე. მოცემულ სიტუაციაში ნაჩვენებია საგზაო ნიშანი 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი", რომელიც დასახლებულ პუნქტში იდგმება 50-100 მეტრში.