საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ:ა) მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისთვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არშეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არმისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი;გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას. მოცემულ სიტუაციაში, გზა უნდა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა