![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები:- 3.13 "სიმაღლის შეზღუდვა" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სამაღლე, ტვირთიანად ან უტვირთოთ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. -3.14 "სიგანის შეზღუდვა" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე, ტვირთიანად ან უტვირთოთ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. -3.15 "სიგრძის შეზღუდვა" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე, ტვირთიანად ან უტვირთოთ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. -3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" აკრძალულია ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება.მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვას გაბარიტული სიგრძიდან გამომდინარე აწესებს C ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.15 "სიგრძის შეზღუდვა"