საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი”' გვაჩვენებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა დასაშვებია ორივე შემთხვევაში.