საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” კრძალავს მარჯვნივ მოხვევას, ხოლო ამავე თავის 7.11 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.11 "ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს. მოცემულ სიტუაციაში მარჯვნივ მოხვევა ეკრძალება სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნაბადართული მაქსიმალური მასა 18 ტონას აღემატება, ამოტომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით.