![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად: 3. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.4. რეგულირებული გზაჯვარედინი:ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთირთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც. მოცემულ სიტუაციაში საქმე გვაქვს რეგულირებულ გზაჯვარედინთან და მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ რეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესით, რომლის თანახმად გზა უნდა დაუთმოს ავტობუსის მძღოლმა.