საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 38-ე მუხლის 7-ე პუნქტის თანახმად ფარ-პროჟექტორით და ფარ-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არარის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი დავალების შესრულებისას.