საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ” და "დ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია: გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს; მოცემულ სიტუაციაში, საქალაქთაშორისო ავტობუსის მძღოლი გაჩერებულია ქვეითთა გადასასვლელის შემდეგ და მანძილი გამყოფ ზოლსა და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის 3 მეტრია. საქალაქთაშორისო ავტობუსის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს სურათზე ნაჩვენებ ადგილას, მგზავრთა ჩასხდომის მიზნით.