საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" აღნიშნავს 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.16 '"მინიმალური დისტანციის შეზღუდვა", 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა", 3.27 "გაჩერება აკრძალულია", 3.20 "გასწრება აკრძალულია" და 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია", რომელთაგან საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" არაუქმებს E ასოთი აღნიშნული 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" ნიშნის მოთხოვნას.