საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098
ბრძანების "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" მე-6
მუხლის, პირველი პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად "B” კატეგორიის მართვის
უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ სატრანსპორტო საშუალებები,
რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, ხოლო დასაჯდომი სავარძლების
რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა არ აღემატება რვა ადგილს;
"B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს
შეუძლია მართონ ავტომობილები, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ
აღემატება 3,5 ტონას, ხოლო დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა მძღოლის
სავარძლის გარდა რვას.