![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.11.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" გვაჩვენებს ადგილს სადაც ნებადართულია მობრუნება და იმავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). ამავე დანართის მე-2 თავის, 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნაბადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოდნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ. სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთმხარეს. მოცემულ სიტუაციაში არსებული საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნა გვაძლევენ ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 200 მეტრში მდებარეობს მობრუნების ადგილი, სადაც მძღოლს აქვს მობრუნების უფლება.