საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.2. "მოძრაობა მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით, ხოლო ამავე თავის 7.18 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.18 "გარდა ინვალიდისა” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი "ინვალიდი”. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს, რომლის ავტომობილზე დადგმულია საცნობი ნიშანი "ინვალიდი” მოძრაობა შეუძლია გააგრძელოს პირდაპირდა მარჯვნივ.