საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთირთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც;ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.6 "მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ", დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.4.1 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა" ავტომატარებელს უფლებას აძლევს იმოძრაოს მარჯვნივ, ან მარცხნივ. მოცემულ სიტუაციაში, ავტომატარებლის მძღოლი მარცხნივ მოხვევისას ვალდებულია გაატაროს მსუბუქი ავტომობილი, მაგრამ მან ეს უნდა შეასრულოს მარცხენა განაპირა ზოლიდან. ამიტომ მარცხნივ მოძრაობის გაგრძელების უფლება საერთოდ არა აქვს.