საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ნაბადართულია მხოლოს ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე, ან გზის ფარგლებს მიღმა. მოცემულ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო ნიშანი 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” არკრძალავს ავტომობილის დოგმას თვის ლუწ რიცხვებში, მაგრამ ხანგრძლივი დასვენების მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოს ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე, ან გზის ფარგლებს მიღმა და მძღოლს არა აქვს უფლება გააჩეროს ავტომობილი ხანგრძლივი დასვენების მიზნით.